27.1 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

მედია: რუსებმა სუმში დაკრძალვის პროცესიას დაარტყეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსებმა სუმში დაკრძალვის პროცესიას დაარტყეს, არის მსხვერპლი.

სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ გრიგოროვის ცნობით, დრონით დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა.

დაშავებულთაგან რამდენიმე ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„ცინიკური თავდასხმა. დღეს რუსულმა დრონმა სუმის გარეუბანში დაკრძალვის პროცესიას დაარტყა“, – განაცხადა სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

banner
წინა სტატიაშივოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საზღვრიდან 1700 კილომეტრში რუსეთში ქიმიურ ქარხანას დაარტყა
შემდეგი სტატიასომხეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დააკავეს