უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევის ოლქში სამი ადამიანი დაიღუპა.
კიევის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა იერიში კიევის ოლქის ობუხოვის რაიონში მდებარე საწარმოზე მიიტანეს.
რუსების დარტყმას ერთი მამაკაცი და ორი ქალი ემსხვერპლა.
ასევე, საწარმოზე თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა















