რუმინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების თაობაზე კანონპროექტი მიიღო, რომელიც პარლამენტის ზედა პალატაში გაიგზავნა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოლდოვასთან გაერთიანების თაობაზე კანონპროექტი მას შემდეგ მიიღეს, რაც კონსტიტუციით გათვალისწინებული 45-დღიანი ვადა ამოიწურა. კანონპროექტი ახლა პარლამენტის ზედა პალატაში – სენატში – გაიგზავნა.
აღინიშნება, რომ საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში 14 აპრილს იქნა შეტანილი და მთავრობის მიერ უარყოფითად იქნა აღქმული. ის დეპუტატთა პალატის იურიდიულმა კომიტეტმა და ადამიანის უფლებათა კომიტეტმა ასევე უარყოფითად შეაფასეს.
პლენარულ სხდომაზე დებატებისა და კენჭისყრის არარსებობის გამო, კანონპროექტი ჩაითვალა განხილვის გარეშე მიღებულად და სენატს გადაეცა.


















