მედია პრობლემები და “რუსთავი2”-ის საქმე- სახალხო დამცველის ანგარიში

სახალხო დამცველი 2015 წლის ანგარიშში მედიასთან არსებულ პრობლემებზე წერს. უჩა ნანუაშვილი საარჩევნო წელს დაბალანსებულ მედიაზე საუბრობს. თუმცა ომბუდსმენის ანგარიშში ნათქვამია, რომ “რუსთავი2”-ის პრობლემები მაინც დღის წესრიგში იდგა. უჩა ნანუაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ საკითხი მალე მოგვარდება და შემდგომ ანგარიშებში საერთოდ აღარ იქნება საუბარი ასეთი სახის პრობლემებზე.

„მართალია, გასულ წელს მოხდა დარღვევები “რუსთავი2”-ის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო ეტაპზე, მაგრამ მიმდინარე წელს გრძელდებოდა სასამართლო პროცესი და საქმე გადაეცა უზენაეს სასამართლოს. ამდენად, ამ წელს ნაკლებად იყო ჩვენი მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით ის შედეგები, რომელიც შესწავლამ ცხადყო. თუმცა, იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი ძალიან მალე მოგვარდება და შემდგომ ანგარიშებში საერთოდ აღარ იქნება საუბარი ასეთი სახის პრობლემებზე,“ – აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

banner
წინა სტატიაში4 გარდაცვლილი და 20-ზე მეტი დაშავებული-ბულგარეთში სატვირთო მატარებელი აფეთქდა
შემდეგი სტატიაალექსანდრე ჯეჯელავა: ხელფასების შემცირება არ იგეგმება