მედია პალმირას განთავისუფლებაზე ობამას და კემერონის სიჩუმეზე საუბრობს

მედია პალმირას განთავისუფლებაზე ობამას და კემერონის სიჩუმეზე საუბრობს

ბრიტანეთში პალმირას განთავისუფლების შესახებ გადაწყვიტეს არ ისაუბრონ – რაც, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში „ისლამური სახელმწიფოს“ ყველაზე მსხვილი დამარცხებაა – The Independent-ი წერს.
„მაშინ, როცა შავმა ჯალათებმა პალმირა დატოვეს, ბატონები ობამა და კემერონი დუმდნენ“ – წერს სტატიის ავტორი რობერტ ფისკი. ავტორი იხსენებს, რომ რამდენიმე დღის წინ „ისლამურმა სახელმწიფომ“ ბრიუსელს შეუტია, გუშინ კი ისინი პალმირაში დამარცხდნენ. „განა ჩვენ არ უნდა შევეგებოთ ოვაციებით „ისლამური სახელწმიფოს“ ყველაზე მასშტაბურ დამარცხებას?“ – კითხულობს ჟურნალისტი.
„ღიმილი ვერ შევიკავე, როცა წავიკითხე, რომ ამერიკელებმა პალმირას რაიონში გაკეთებული ორიოდე ავიადარტყმის შესახებ მოხსენება გააკეთეს მისი განთავისუფლებიდან რამდენიმე დღით ადრე. ეს ნამდვილად ის არის, რაც უნდა ვიცოდეთ ამერიკულ „ტერორთან ბრძოლაზე“. მათ „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურება უნდოდათ, მაგრამ არც ისე ძალიან“ – წერს ფისკი.
მისი თქმით, თუკი სირიის არმია რუსი სამხედროების დახმარებით რაკასაც დაიბრუნებს, დასავლეთი ისევ დუმილს ამჯობინებს.
გუშინ სირიის არმიამ პალმირას რაიონის ძველი უბნისა და დასახლებული პუნქტის დაბრუნების შესახებ განცხადება გაავრცელა. მათი თქმით, ოპერაციაში დახმარებას რუსული ავიაცია უწევდა. რუსი სპეციალისტები ქალაქს უახლოეს დღეებში განაღმავენ.

banner
წინა სტატიაშიგოგი თოფაძე “რესპუბლიკელებზე” – მე ნუ დამაბრალებენ, ეს მათი გადასაწყვეტია
შემდეგი სტატიანიუ-იორკის ცენტრალურ პარკში დონალდ ტრამპის საფლავის ქვა გამოჩნდა