9.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 13, 2026
banner

მედია: ომის შედეგად ირანში დაღუპულთა რაოდენობამ 2 000-ს გადააჭარბა

ომის შედეგად ირანში დაღუპულთა რაოდენობამ 2 000-ს გადააჭარბა. ამის შესახებ „სიენენი“ წერს. დაღუპულებს შორის არიან მშვიდობიანი მოქალაქეები და სამხედროები.

ისრაელის დარტყმებს ლიბანში სულ 773 ადამიანი ემსხვერპლა. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპულთა შორის 103 ბავშვია.

ამასთან, თავდასხმის შედეგად 32 დაღუპულია ერაყში. ერაყელი ქურთისტანების სამხედრო ბაზაზე თავდასხმისას ასევე დაიღუპა ერთი ფრანგი ჯარისკაცი.

როგორც „სიენენი“ წერს, ომის დაწყებიდან ქუვეითსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ექვსი, ბაჰრეინსა და საუდის არაბეთში ორი, ხოლო ომანში სამი ადამიანი დაიღუპა.

რაც შეეხება ისრაელისა და აშშ-ს დანაკარგებს, კონფლიქტის დაწყებიდან ისრაელში დაღუპულია 15 პირი, მათ შორის ორი სამხედრო, ამერიკულ მხარეს კი ცამეტი ამერიკელი სამხედრო. აქედან ექვსის შესახებ ინფორმაცია დღეს დადასტურდა. ისინი დასავლეთ ერაყში საწვავის შემავსებელი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ.

banner
წინა სტატიაშიროგორი ამინდი იქნება 14-16 მარტს
შემდეგი სტატიათემურ ჭყონია: პლასტიკის შეფუთვის აკრძალვა არცერთ ბიზნესთან შეთანხმებული არ ყოფილა