მედია-ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნა იგივე რაც ანტიკორუფციული სამსახურის შექმნა შევარდნაძის მთავრობაში

მედია-ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნა იმ პირობებში, როცა ქვეყანაში ერთი მეორის მიყოლებით იხურება პოლიტიკური გადაცემები ყველა ცენტრალურ არხზე, არის იგივე რაც -ანტიკორუფციული სამსახურის შექმნა შევარდნაძის მთავრობაში, სადაც ერთი წამით არ შეჩერებულა ქრთამის აღებ-მიცემობა არც ქვედა და არც ზედა ეშელონებში.
ან როგორც საბჭოეთში ამბობდნენ, თუ არ გინდა რომ გადაწყვიტო საკითხი უნდა შექმნა კომისია.
საქართველოს ჰაერივით ჭირდება ეროვნული მთავრობა, რომელიც დაგროვილ საკითხებზე მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, უსაშველო კამპანიების, პრეზენტაციების, პაუერ-პოინტების და თასქ-ფორსების ნაცვლად-აცხადებს პარტია “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა.

banner
წინა სტატიაშიდაურ კობახია: „ხალხი მიხვდა, რომ წყლის ნაყვას აზრი არ ჰქონდა!“
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპმა მიგრანტებზე ახალ განკარგულებას მოაწერა ხელი