33.9 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 8, 2026
banner

მედია: NATO განიხილავს, რომ ფინეთში, ლიეტუვასა და პოლონეთში ბირთვული იარაღი განათავსოს

NATO განიხილავს, რომ ფინეთში, ლიეტუვასა და პოლონეთში ბირთვული იარაღი განათავსოს.

ინფორმაციას გერმანული გამოცემა – Süddeutsche Zeitung ავრცელებს. მათი ცნობით, აღნიშნული განიხილება, როგორც ბირთვული შეკავების გაძლიერების გზების ერთ-ერთი ვარიანტი რუსეთის წინააღმდეგ.

მანამდე NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ ალიანსი ბირთვული პოტენციალის შეკავების გაძლიერების გზებზე აქტიურად მსჯელობს. ალიანსი ასევე მსჯელობს ბირთვული ძალების მოდერნიზაციისა და შეკავების სისტემების განახლების გზებზე. რუტემ თქვა, რომ საუბრები გასაიდუმლოებულია, ამიტომ დამატებითი დეტალები არ გაუმჟღავნებია.

banner
წინა სტატიაშიგაბისონია: სახელმწიფო უნივერსიტეტებში პირველი ორი სემესტრი უფასოა, მესამედან კი დაფინანსება კრედიტების 80%-ით ათვისებაზე იქნება დამოკიდებული
შემდეგი სტატიაგედევან ფოფხაძე: ერთი ვერსიაა, რომ მამუკა მდინარაძეს დაევალა, იყოს რეგიონების სუს-ი