19.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
banner

მედია: მოლდოვის პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მოლდოვის პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა.

კერძოდ, ქვეყნის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ ვასილე ტოფანის ახალ მთავრობას დაუჭირა მხარი. ახალი მთავრობის დამტკიცებას მმართველი PAS პარტიის 53-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას ტოფანმა აღნიშნა, რომ ახალ მთავრობას ხუთი პრიორიტეტი ექნება: ეკონომიკური განვითარება, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ქვეყნის მოდერნიზაციისთვის გამოყენება, სახელმწიფო სისტემის ოპტიმიზაცია, უსაფრთხოების გაძლიერება და მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა მაია სანდუმ პრემიერ-მინისტრობისთვის ვასილე ტოფანის კანდიდატურა 11 ივლისს წარადგინა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ფავლენიშვილი: არ არის ნორმალური ქალაქში წვიმა უკავშირდებოდეს შიშებს
შემდეგი სტატიაჟურნალისტი ვახო სანაია დააკავეს