25.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026
banner

მედია: მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალის“ დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სცემეს, გარდაიცვალა

მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალის“ დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა.

ინფორმაციას “მარნეული ნიუსი” ავრცელებს.

ადგილობრივი გამოცემის ინფორმაციით, „ჯეო ჰოსპიტალის“ დაცვის თანამშრომელი მართვის სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ადგილობრივი გამოცემა, ოჯახის წევრების ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ დაცვის თანამშრომელს პაციენტის ოჯახის წევრი გაუსწორდა. ის შუახნის კაცს კლინიკაში შეშვებას იმ დროს სთხოვდა, როცა მიღების საათები უკვე ამოწურული იყო. სწორედ უარის მიღების შემდეგ მოხდა დაცვის თანამშრომელზე ფიზიკური ანგარიშსწორება.

მათივე ცნობით, დაკავებულია 1 პირი.

banner
წინა სტატიაში„საქართველოს რკინიგზის“ საქმეზე დაკავებული გიორგი კურტანიძის ადვოკატი: ის დაკავებამდე გამოძიების ფარგლებში 2021 წელს გამოკითხეს
შემდეგი სტატიანაბიჯ-ნაბიჯ გვაგუებენ იმ აზრს, რომ ევროკავშირის წევრად გახდომის შემთხვევაში, მეორეხარისხოვანი ერი ვიქნებით – პაპუაშვილი