21.1 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 11, 2026
banner

მედია: ლონდონის მეტროპოლიტენის პოლიციამ სააპელაციო სასამართლოს შენობასთან მიმდინარე აქციაზე 117 ადამიანი დააკავა

ლონდონის პოლიციამ აქციაზე დააკავა 117 ადამიანი, რომლებსაც ბრიტანეთში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული Palestine Action-ის მხარდაჭერა ედებათ ბრალად.

მათ ტერორისტულად აღიარებული ორგანიზაციის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვა ედებათ ბრალად. საქმე ეხება ჯგუფ Palestine Action-ს, რომელიც ბრიტანეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული.

დემონსტრაციის პარალელურად, სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა, რომ ორგანიზაციის აკრძალვა კანონიერი იყო.

ბრიტანეთის ხელისუფლებამ Palestine Action-ი 2025 წლის ივლისში აკრძალა მას შემდეგ, რაც ამ ჯგუფის წევრებმა შეაღწიეს სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზაზე და სამხედრო თვითმფრინავები დააზიანეს. როგორც მედია წერს, აღნიშნული ჯგუფი ბრიტანეთის ხელისუფლებას ისრაელის მიერ ღაზის სექტორში ჩადენილ ომის დანაშაულებში თანამონაწილეობაში ადანაშაულებს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ბუტიკაშვილი: ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შექმნა რთული და პრაქტიკულად განუხორციელებელი ამოცანაა
შემდეგი სტატიაესპანური მედია: ილია თოფურიას სახეზე ტრავმასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემა არ ფიქსირდება