მედია – კიევში სარაკეტო თავდასხმის შედეგად მინიმუმ 10 ადამიანი დაშავდა

უკრაინის დედაქალაქ კიევში რუსული ძალების მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად მინიმუმ 10 ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას Reuters-ი უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ ერთ-ერთმა რაკეტამ მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ქვედა სართულები გაანადგურა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, რუსეთმა თავდასხმა რაკეტების გამოყენებით განახორციელა.

banner
წინა სტატიაშიეუთო უკრაინაში სადამკვირვებლო მისიას ხურავს
შემდეგი სტატიაპენტაგონი – რუსეთმა უკრაინაში 1 900-ზე მეტი რაკეტა გაუშვა