მედია – ყარაბაღის მოსახლეობა ლაჩინის დერეფნის გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავს

მთიან ყარაბაღში, სტეფანაკერტში [ხანკენდი] ლაჩინის დერეფნის გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, – ინფორმაციას რადიო „აზატუტიუნი“ ავრცელებს.

აქციას მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტი არაიიკ ჰარუთუნიანი, „სახელმწიფო მინისტრი გურგენ ნერსისიანი და ადგილობრივი „ხელისუფლების“ სხვა წარმომადგენლები ესწრებიან.

გამოცემის ინფორმაციით, აქციაზე გამომსვლელები საუბრობენ ჰუმანიტარული კატასტროფის საფრთხეზე და საერთაშორისო თანამეგობრობას დერეფნის განბლოკვაში დახმარებისკენ მოუწოდებენ.

მათი განცხადებით, აზერბაიჯანს სომხებით დასახლებული რეგიონი გასული წლის დეკემბრიდან ბლოკადაში ჰყავს მოქცეული და ამჟამად ბაქო მთლიანად ბლოკავს სომხეთიდან ყველანაირი საქონლის, მათ შორის სურსათის, მიწოდებას.

banner
წინა სტატიაშიგასულ დღე-ღამეში უკრაინელებმა 550-ზე მეტი ოკუპანტი გაანადგურეს
შემდეგი სტატიაბექა ლილუაშვილი – მისი მიზანი, ვინც ოპოზიციის გაერთიანებებზე ლაპარაკობს, “ოცნების“ დამარცხება კი არა, მომავალ პარლამენტში თავისი ადგილის განაღდებაა