გერმანიიდან საქართველოში 48 ადამიანის დეპორტაცია განხორციელდა, რომელთა შორის იყვნენ 2019 წელს ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ნათესავებიც | ინფორმაციას გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს და წერს, რომ 23 ოქტომბერს ბრანდერბურგის მიწაზე მდებარე ქალაქ ვიუნსდორფის პოლიცია 2019 წელს გერმანიაში მოკლული საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის ძმის სახლში მივიდა, რის შემდეგაც ის და ხანგოშვილის სხვა ნათესავები ბერლინის აეროპორტში გადაიყვანეს, საიდანაც მათი საქართველოში დეპორტაცია განხორციელდა.
გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ შესრულდა ჩარტერული რეისი თბილისის მიმართულებით და თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 48 ადამიანი, რომლებიც გერმანიიდან დეპორტაციას ექვემდებარებოდნენ. როგორც გერმანიის შსს-ში განაცხადეს, გერმანიის მმართველი კოალიციის შესახებ შეთანხმებაში არის პუნქტი, რომელიც დეპორტაციების რაოდენობის გაზრდას ეხება
საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წელს ბერლინში მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული რუსეთის მოქალაქე ვადიმ კრასიკოვს ბერლინის სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა

















