მედია – ისრაელში 20-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეები დაიღუპნენ, დაკარგულად ითვლებიან, ან მძევლად არიან აყვანილი

“ჰამასის“ მიერ ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმის დაწყების შემდეგ უცხო ქვეყნების ათობით მოქალაქე დაიღუპა, დაკარგულად ითვლება, ან მძევლადაა აყვანილი, – ინფორმაციას “ალ-ჯაზირა“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შაბათს დაწყებული თავდასხმის შემდეგ 20-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეები და ორმაგი მოქალაქეები დაიღუპნენ ან დაკარგულად ითვლებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არიან აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, უკრაინის, რუსეთის, ტაილანდის, ნეპალის, არგენტინის მოქალაქეები.

banner
წინა სტატიაშიგაერო-ში ისრაელის ელჩი – ღაზაში 150-მდე მძევალია – გვსურს ყველა მათგანის უსაფრთხოდ დაბრუნება, მაგრამ ახლა ფოკუსირებული ვართ „ჰამასის“ ტერორისტული შესაძლებლობების მოსპობაზე
შემდეგი სტატიაგაერო-ს დახმარების სააგენტო – 137 000-ზე მეტი ადამიანი ღაზაში გაერო-ს თავშესაფრებს აფარებს თავს