27.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

მედია: ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ ლიბანში, სულ მცირე, 380 ადამიანი დაიღუპა

„სიენენი“ ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ ლიბანში, სულ მცირე, 380 ადამიანი დაიღუპა.

როგორც ლიბანის ჯანდაცვის მინისტრმა, ნასერ ალ-დინმა პრესკონფერენციაზე გამოსვლისას აღნიშნა, 17 აპრილს ძალაში შესული შეთანხმების შემდეგ ლიბანში 1 122 ადამიანი დაშავდა.

მისივე თქმით, ისრაელი მიზანმიმართულად ესხმის თავს სასწრაფო დახმარების თანამშრომლებსა და სამედიცინო პერსონალს. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2 მარტიდან, საერთო ჯამში, სულ მცირე, 2 882 ადამიანი დაიღუპა, 8 768 კი დაშავდა.

ცნობისთვის, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, ისრაელი და „ჰეზბოლა“ კვლავ აგრძელებენ ერთმანეთზე თავდასხმებს და ორივე მხარე ერთმანეთს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს.

banner
წინა სტატიაშიმეუფე დოსითეოსი: ყველა მღვდელმთავარი მოწადინებული იყო, პროცესებს მშვიდ ვითარებაში წარმართულიყო
შემდეგი სტატიაპენტაგონის წარმომადგენელი: აშშ-ს ირანის წინააღმდეგ ომი ამ დროისთვის 29 მილიარდი დოლარი დაუჯდა