11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 13, 2026
banner

მედია- ირანმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს დრონებითა და რაკეტებით შეუტია

ირანმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს დრონებითა და რაკეტებით შეუტია, რის შედეგადაც  ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ირანიდან გაშვებული სამი რაკეტა ტერიტორიული წყლების თავზე გაანეიტრალეს, ხოლო ერთი ზღვაში ჩავარდა.

დრონის ჩამოვარდნის შედეგად, ხანძარი ფუჯაირაში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე გაჩნდა.

ხელისუფლებამ აბუ დაბიში სარაკეტო განგაში გამოაცხადა.

banner
წინა სტატიაშიTI-ს წარმომადგენელი: რეალურად, აბასთუმანში პროექტებს ბიძინა ივანიშვილი კი არ ახორციელებს, ბიძინასთვის ახორციელებს სახელმწიფო
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი: როდესაც კითხულობ ამ ყალბი პათეტიკით გაჯერებულ ტექსტს, მხოლოდ ერთი შეფასება გიჩნდება – ნიანგის ცრემლები