ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ამერიკული მედია წერს, რომ ირანის მიერ საუდის არაბეთის საჰაერო ბაზის დაბომბვის შედეგად აშშ-ის არმიის საჰაერო კონტროლის და საწვავით მომმარაგებელი თვითმფრინავები განადგურდა და დაზიანდა.
ინტერნეტში გამოქვეყნებული ახალი მასალებიდან ჩანს, რომ თავდასხმის შედეგად მძიმედ დაზიანდა Boeing E-3 Sentry – საჰაერო გაფრთხილებისა და კონტროლის სისტემის (AWACS) თვითმფრინავი.
AWACS-ის თვითმფრინავები, როგორიცაა E-3 Sentry, იყენებენ მოწინავე რადარებს თვითმფრინავებისა და რაკეტების ასობით კილომეტრის მანძილიდან თვალყურის დევნებისთვის, რაც მეთაურებს საბრძოლო ველის რეალურ დროში დანახვის სურათს ჰაერიდან აწვდის.
გავრცლებული ინფორმაციით, საუდის არაბეთში საჰაერო ბაზაზე თავდასხმამდე აშშ-ს მხოლოდ 16 ოპერატიული E-3 Sentry თვითმფრინავი ჰყავდა. პრინც სულთანის ავიაბაზაზე ირანის რაკეტებითა და დრონებით თავდასხმა 27 მარტს განხორციელდა, რის შედეგადაც 12 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა.















