13.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 7, 2026
banner

მედია: იაპონია უკრაინას 51.5 მილიონ დოლარს გამოუყოფს

უკრაინული მედია ქვეყნის პრემიერმინისტრის, სერჰი კორეცკის განცხადებაზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ იაპონია უკრაინას 51.5 მილიონ დოლარს გამოუყოფს.

მედია ასევე წერს, რომ უკრაინამ მსოფლიო ბანკის THRIVE პროექტის ფარგლებში, ჯანდაცვის სისტემის განვითარებისთვის, იაპონიის მთავრობისგან მოიზიდა თანხა.

მათივე ცნობით, თანხა უკვე ჩაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში და იგი სამედიცინო გარანტიების პროგრამის ეფექტიანობის გაზრდასა და უკრაინის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას მოხმარდება.

გამოცემა წერს, რომ THRIVE პროგრამის საერთო მოცულობა 1.2 მილიარდი დოლარია, საიდანაც უკრაინამ უკვე მიიღო 449 მილიონი დოლარი.

banner
წინა სტატიაშისოხუმის დაცემიდან 33 წელი გავიდა
შემდეგი სტატიააშშ-ის საელჩო: სოხუმის დაცემიდან 33 წელი გავიდა. ჩვენს ქართველ პარტნიორებთან ერთად ვიხსენებთ მათ თავგანწირვასა და სიმამაცეს, ვინც საქართველოს დასაცავად სიცოცხლე გაიღეს