მედია გერმანული იარაღის ირანულ ბაზარზე თავისუფალ გაყიდვებზე საუბრობს

ირანის ქალაქებში სულეიმანია და ერბილია (ირანის ქურთისტანის დედაქალაქი) გერმანული წარმოშობის იარაღები თავისუფალ გაყიდვაში გამოჩნდა – ამის შესახებ გერმანული მედია წერს.
თვითმხილველების თქმით, ბაზარზე თავისუფლად არის შესაძლებელი G3-ის ტიპის ვინტოვკის და Walther P1-ის ყიდვა. ვინტოვკის ღირებულება 1450-დან 1800 დოლარამდე მერყეობს, ვოლტერი კი – 1200 დოლარი ღირს. გერმანიის თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანმა იენს ფლოსდორფმა განაცხადა, რომ აღნიშნული ტიპის იარაღები ირანის ქურთისტანს 2014 წლიდან მიეწოდება ისლამურ სახელმწიფოსთან საბრძოლველად.
მისივე თქმით, მათ სულ 20 ათასი ერთეული გადაეცათ. ირანის ქურთისტანის იარაღით მომარაგება მინდინარე წლის პირველ კვარტალშია ისევ დაგეგმილი.

banner
წინა სტატიაშიკემერონი მზად არის რუსეთთან სირიის შესახებ დიალოგი გააგრძელოს
შემდეგი სტატიააშშ-ში რუსეთის 6-დან 5 საპატიო საკონსულო დახურეს