მედია გერმანული დაზვერვის მიერ ნატოსა და ევროკავშირის პარტნიორების უკანონო მოსმენებზე საუბრობს

მედია გერმანული დაზვერვის მიერ ნატოსა და ევროკავშირის პარტნიორების უკანონო მოსმენებზე საუბრობს

9გერმანული დაზვერვა ევროკავშირის ათობით წევრი და პარტნიორი ქვეყნების ხელმძღვანელებს არაკანონიერად უსმენდა – “დოიჩე ველე” სააგენტო DPA-ზე დაყრდნობით წერს.
როგორც პარლამენტის სპეცსამსახურების კონტოლის კომიტეტის მოხსენებიდან ჩანს, რომელიც გამოცემას შემთხვევით ჩაუვარდა ხელში, მოსმენის ობიექტი იყო დაახლოებით 3300 “მიზანი”.
დაზვერვის ყურადღების ცენტრში იყვნენ სახელმწიფოს მეთაურები, მინისტრები და მათი გარემოცვა, რეზიდენციები, შტაბების შენობები და კანცელარიები, ასევე სამხედრო ობიექტები, “განსაკუთრებით, ევროკავშირისა და ნატოს დიპლომატიური წარმომადგენლები” – ნათქვამია დოკუმენტში.
შეგახსენებთ, რომ 2015 წელს გავრცელებული სკანდალური ინფორმაციის თანახმად, გერმანული დაზვერვა ნაწლობრივ მოსმენებს ანხორციელებდა აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ინტერესებიდან გამომდინარე.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გავრცელებულა.

banner
წინა სტატიაშიშპს “ცენტრ-პოინტ აჭარის” ხელმძღვანელს 19 მილიონი ლარის ჯგუფურად მითვისებას ედავებიან
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: ძალიან მალე „რესპუბლიკური პარტია“ გააკეთებს მკაფიო და ზუსტ განცხადებას