მედია დემი მურისა და ბრიტანელი პრინცის რომანზე წერს

მედია დემი მურისა და ბრიტანელი პრინცის რომანზე წერს

2122ჰოლივუდის მსახიობ დემი მურსა და ელისაბედ მეორეს შვილს პრინც ენდრიუს სასიყვარულო ურთიერთობები აქვთ – წერს Elle.fr, ჟურნალ Globe-ზე დაყრდნობით.
53 წლის მური და 56 წლის პრინცი ენდრიუ 9 თვის უკან შეხვდნენ ერთმანეთს ბრიტანეთში გამართულ ერთ-ერთ საქველმოქმედო საღამოზე. Globe-ს თქმით, დედოფალი წინააღმდეგია იორსკის ჰერცოგისა და კინოვარსკვლავის ურთიერთობის, რომელიც სამჯერ იყო გათხოვილი. ასევე მას ნარკოტიკებთან და ალკოჰოლტან ჰქონდა პრობლემები.
დემი მური გათხოვილი იყო ფრედი მურზე, ბრიუს უილისზე და ეშტონ კუტჩერზე. ბრიუს უილისთან სამი ქალიშვილი ყავს.
პრინცი ენდრიუ ელისაბედ დედოფლის მესამე შვილია, რომელიც თავის ერთადერთ მეუღლეს 1996 წელს დაშორდა.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო, ბორჯომში სტიქიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაბორჯომში მიმდინარეობს გაწმენდითი და ამოტუმბვითი სამუშაოები