მედია: ჩრდილოეთ კორეაში ქორწილები და დაკრძალვები დროებით აკრძალეს

მედია: ჩრდილოეთ კორეაში ქორწილები და დაკრძალვები დროებით აკრძალეს

კორეაჩრდილოეთ კორეას მთავრობამ ქორწილების, დაკრძალვების და სხვა დღესასწაულების ჩატარებაზე დროებითი აკრძალვა შემოიღო – სამხრეთკორეული მედია წერს.
აკრძალვა დაკავშირებულია შრომის პარტიის მე-7 ყრილობის ჩატარების გამო უსაფრთხოების გაძლიერებულ ზომებთან.
გარდა ამისა, ყრილობის გამო ფხენიანში შესვლა შეიზღუდა, ასევე მთავრობის მიერ გაცემული სპეციალური განკარგულებით, სამართალდამცველები საკუთარ მოქალაქეებს უთვალთვალებენ, გაძიერებულია ჩინეთის საზღვართან დაცვა.
ყრილობა გასულ პარასკევს დაიწყო. ის რამდენიმე დღე გაგრძელდება. ყრილობაზე დამტკიცდება ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკა.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა ჩინეთს აშშ-ს ეკონომიკის „გაუპატიურებაში“ დასდო ბრალი
შემდეგი სტატიაკენიაში დაახლოებით 100 ტონა სპილოს ძვალი დაწვეს