ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქი, სკოპიე ლავროვის ვიზიტამდე დატოვა და ისრაელში გაემგზავრა, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Associated Press ავრცელებს.
როგორც ენტონი ბლინკენმა Twitter-ზე დაწერა, ქვეყნის დატოვებამდე იგი ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბუიარ ოსმანს შეხვდა. ამასთან ერთად, აშშ-ის მდივანმა მონაწილეობა მიიღო მინისტერიალის წინ გამართულ სამუშაო ვახშამზეც, ამის შემდეგ კი სკოპიე დატოვა.
“პროდუქტიული საუბრები ჩემს კოლეგებთან სკოპიეში ეუთოს მინისტერიალზე დღეს. მიუხედავად რუსეთის ობსტრუქციონიზმისა, ჩვენ ვრჩებით ეუთოსა, მისი დამფუძნებელი პრინციპებისა და მიღწეული შედეგების ერთგულნი”, – წერს ბლინკენი X-ზე