ისრაელის მოქალაქე, ბიზნესმენი იგორ ასკაროვი, რომელიც ხელისუფლებას წამებაში ადანაშაულებდა, ქუთაისის ციხეში გარდაიცვალა. ინფორმაციას “გურიის მოამბე” ავრცელებს და წერს, რომ ის ძალადობასა და წამებაში ჯერ ოზურგეთის პოლიციასა და პროკურატურას, მოგვიანებით კი ქუთაისის მეორე საპყრობილის ციხის ადმინისტრაციას ადანაშაულებდა.
“გუშინ ველაპარაკე, არაფერი განსაკუთრებული საუბარში არ შემიმჩნევია, მასაც არაფერი უთქვამს, ძალიან გაოცებული ვარ” ,_ უთხრა გამოცემას ასკაროვის ცოლმა
გამოცემის ცნობით, იგორ ასკაროვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში 50 ჰექტარ მიწის ნაკვეთს ფლობდა, რომელიც 2010 წელს
შეიძინა და მასზე ფერმერული მეურნეობები გაშენა, თუმცა რამდენჯერმე გახდა შეიარაღებული თავდასხმისა და ზეწოლის მსხვერპლი. მოგვიანებით, ის ცივი იარაღის გამოყენების გამო დააპატიმრეს და 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გამოცემის ცნობითვე, გათავისუფლებამდე მას 8 თვე ჰქონდა დარჩენილი.















