13.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 18, 2026
banner

მედია – ბაჰრეინში ირანის მიერ დრონებით თავდასხმის შედეგად 32 ადამიანი დაშავდა

ბაჰრეინში ირანის მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად 32 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას მედია საშუალებები ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ.

უწყების ცნობით, ყველა დაშავებული ბაჰრეინის მოქალაქეა. დაშავებულებს შორის არიან 17 წლის გოგონა, რომელსაც თავისა და თვალის მძიმე დაზიანებები აქვს მიღებული, და ორი თვის ჩვილი.

მედიის ინფორმაციით, კატარის დედაქალაქ დოჰაში აფეთქებების ხმები ისმოდა. ახალი თავდასხმების შესახებ განაცხადეს საუდის არაბეთმა და ქუვეითმაც. კერძოდ, კატარის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მისმა ძალებმა სარაკეტო თავდასხმა მოიგერიეს. საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სამეფომ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, შაიბას ნავთობის საბადოსკენ მიმავალი ორი დრონი გაანადგურა. ქუვეითის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვამ რაკეტები და დრონები მოიგერია.

banner
წინა სტატიაში“გავანადგურეთ ქვეყანა, რომელსაც ისრაელის განადგურება სურდა” – დონალდ ტრამპი
შემდეგი სტატიაპოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი