10.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აპრილი 14, 2026
banner

მედია – აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურმა ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ტერორისტული გეგმები აღკვეთა

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ტერორისტული გეგმები გამოავლინა და აღკვეთა, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიაზე ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მიერ შემუშავებული ტერორისტული გეგმების განხორციელება იგეგმებოდა.

უწყების ცნობით, პოტენციურ სამიზნეებს შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ისრაელის საელჩო და აშკენაზი ებრაელების სინაგოგა იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, სპეცსამსახურებმა სამი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოიღეს.

banner
წინა სტატიაშიესტონეთის საგარეო უწყება: საქართველოში ვითარება კვლავ უარესდება
შემდეგი სტატიაჭიათურამ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი მილიონობით ლარი ვერ აითვისა – აუდიტი