მედეა მეტრეველი – კულტურის სფეროში საკადრო წმენდა, რომელიც ფრაგმენტულად 2019 წლიდან დაიწყო უკვე აქტიურ ფაზაშია

“კულტურის სამინისტროც ყალიბდება სისტემად, სადაც კეთილსინდისიერება ნაკლია, ხოლო პროფესიონალიზმი დასჯადია. მთელი პროფესიული კაპიტალი, რაც კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებულ სახელოვნებო ორგანიზაციებში წლების განმავლობაში დაგროვდა დიდი საფრთხის წინაშეა – საკადრო წმენდა, რომელიც ფრაგმენტულად 2019 წლიდან დაიწყო უკვე აქტიურ ფაზაში გადაიყვანეს – განაცხადა პარტია “ლელოს” ერთ ერთმა ლიდერმა მედეა მეტრეველმა.

ათავისუფლებენ ყველას, ვისაც აზრი მოეკითხება, ვინც თავისი სფეროში ავტორიტეტია, ვინც პროფესიული კეთილსინდისიერებით წლებია ემსახურება თავის საქმეს და ქმნის მისაბაძ სტანდარტებს. ნათელია, რომ ხელოვნების მუზეუმში დაწყებული პროცესი მეტასტაზებივით სხვა ორგანიზაციებსაც გადაწვდება, რათა რეჟიმმა ბოლომდე დაიმორჩილოს ის თავისუფალი კუნძულები, რომლებმაც, თავიანთ დარგებში, დღემდე შეძლეს განვითარებაზე ორიენტირებული პროცესების შექმნა.” ასე ეხმიანება მედეა მეტრეველი კულტურის სამინისტროს მხრიდან სახელმწიფო თეატრებში დაწყებულ საკადრო პროცესს.

წინა სტატიაშიუამინდობამ ქუთაისში პრობლემები შექმნა
შემდეგი სტატია“ომიკრონის” რამდენი შემთხვევა აღირიცხა საქართველოში