მედდას კორონავირუსზე ანალიზები აუღეს

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის ნიშნებით მოთავსებული მედდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ ჟურნალისტებს ექიმ-ინფექციონისტმა ლალი დარახველიძემ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, პაციენტის ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში გააგზავნეს.

„შემოიყვანეს ცხელებით, ყელისა და სახსრის ტკივილებით. ამჟამად პაციენტს ჩივილები არა აქვს. მდგომარეობაა დამაკმაყოფილებელია“, – აღნიშნა მან

საავადმყოფოში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნებით ქალი წუხელ, გვიან ღამით შეიყვანეს. ინფექციურში რჩება 50 წლის ქალი რომლის ანალიზები ხელმეორედ გადააგზავნეს დღეს ლუგარის ცენტრში.

banner
წინა სტატიაშიზვიად შალამბერიძე: დიდი ქალაქების – ქუთაისის და ზესტაფონის – სასაფლაოები სააღდგომო პერიოდში დაკეტილი იქნება
შემდეგი სტატიაფოთელი ექიმი , რომელსაც გუშინ კორონავურუსი დაუდასტურდა ცოტახნის წინ ბათუმის ,, მედალფაში“ გადაიყვანეს