მედანის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის 7 კილომეტრიან მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა

მედანის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის 7 კილომეტრიან მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა.
ამ ეტაპზე სახიდე გადასასვლელის მშენებლობა მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოები დაათვალიერეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ(ნუკრი) ხასიამ.
მედანის გზის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 4 525 548 ლარს. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია -„პასაჟი საქართველო“ ასრულებს.
სამუშაოები ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური რეკომენდაციის შესაბამისად მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიყინწვისის ეპარქიაში მომხდარში საპატრიარქო ვერ ჩაერევა და იქ გადაწყვეტილება ეპარქიის ხელმძღვანელმა უნდა მიიღოს
შემდეგი სტატიათიბისის პირველი ციფრული ბარათი უკვე ხელმისაწვდომია