„მედალფას“ დირექტორი – ბევრი რამ გაკეთდა იმისთვის, რომ 27 000 ინფიცირებული, რაც საქართველოსთვის ბევრია, დღეს იმართება და დამერწმუნეთ, ძალიან კარგად

ბევრი რამ გაკეთდა და ბევრი ღონისძიება გატარდა იმისთვის, რომ დღეს, 27 000 ინფიცირებული, რაც საქართველოსთვის ბევრია, იმართება და დამერწმუნეთ, ძალიან კარგად იმართება, – ამის შესახებ კომპანია „მედალფას“ დირექტორმა, გიორგი ამბროლიანმა, პრემიერ-მინისტრსა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანი იყო მთავრობის ინიციატივა ორ თვიანი შეზღუდვების პარალელურად, ინტენსიურ ტესტირებასთან დაკავშირებით, რასაც პირველი დადებითი შედეგები უკვე მოჰყვა.

„განვიხილეთ სტაციონარული საწოლფონდის მობილიზების საკითხი, არა მხოლოდ საწოლების, არამედ ლოკაციის საკითხი. ამის მაგალითია კომპანია „მედალფაც“, რომელიც ჩაერთო ამ საქმიანობაში. კერძოდ, შიდა ქართლში, კასპში და გურიაში – ლანჩხუთში, ჩოხატაურში, ოზურგეთში ასევე ბათუმში. განვიხილეთ არეალის და საწოლფონდის გაფართოების საკითხი. ასევე მთავრობის ინიციატივით, დაიწყო მოსახლეობის ინტენსიური ტესტირება და ამ მიმართულებით მოხდა სამედიცინო დაწესებულებების მობილიზება.

განვიხილეთ ამ ინიციატივის შედეგები და დავსახეთ სამომავლო გეგმები. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, შეზღუდვების პერიოდში მოხდეს ინტენსიური ტესტირება, გამოვლენა და მკურნალობა. პირველადი შედეგები უკვე გვაქვს და შეიძლება ითქვას, რომ ინტენსიურ ტესტირებას უკვე დადებითი შედეგები მოაქვს. ბევრი რამ გაკეთდა და ბევრი ღონისძიება გატარდა იმისთვის, რომ დღეს, თუნდაც 27 000 ინფიცირებული, რაც საქართველოსთვის ბევრია, იმართება და დამერწმუნეთ, ძალიან კარგად იმართება, – განაცხადა გიორგი ამბროლიანმა.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: ბატონო გიორგი ვაშაძე, რა ჩემ მიერ მხარდაჭერილმა ძალებმა, თან ჩემი მონაწილეობით, დაგიყენეს ისანში კანდიდატი? თან იმ ისანში, სადაც მეორე ადგილზეც ვერ გახვედით?
შემდეგი სტატიავაშაძე: ამ შეხვედრაზე შესვლით, ფუნდამენტს ჩავუყრით ივანიშვილის მოშთობას ამ ქვეყნიდან