“მეცვა ვარდისფერი ზედა”- მოქალაქე წერს, რომ გვიან ღამით განსხვავებული ჩაცმულობის გამო სცემეს

მოქალაქე გიორგი გოგია წერს, რომ გუშინ, გვიან ღამით განსხვავებული ჩაცმულობის გამო სცემეს. მისი თქმით, თავს 4 პირი დაესხა.

“მთავართან” საუბრისას გიორგი გოგია ამბობს, რომ შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა გუშინ ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას მხარდამჭერი აქციიდან ბრუნდებოდა. მისი ინფორმაციით, დედაენის ბაღში დაპირისპირება ღამის 2 საათზე დაიწყო.

“ცეკვა-ცეკვით მოვდიოდი, მეცვა ვარდისფერი ზედა, კიკინა მეკეთა. ვიღაც იჯდა და ეს *ლე ნახეთ, **დარასტიაო, გავატარე ეს. […] მაგინეს ყველაფერი, 10-15 მეტრი წამოვიდნენ ჩემსკენ, ერთი ცემა მცეს, პატრულს ვყვიროდი, გამოიძახეს პატრული, კიდევ ერთი ცემა მცემეს და მერე პატური მოვიდა”, – ამბობს ის.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიმოქალაქე ნინო გიორგაძე ამბობს, რომ მის ძმას ტატუს და წვერის გამო 7-მა ადამიანმა სცემა
შემდეგი სტატიაახვლედიანი: ივანიშვილი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე უახლოეს დღეებში ჩათვლის, რომ ღარიბაშვილი მისთვის პრობლემაა