მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რელიგია სიცოცხლეს ახანგრძლივებს

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივნისი 15, 2018 01:29

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რელიგია სიცოცხლეს ახანგრძლივებს

აშშ-ს ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა კვლევა ჩაატარა, რომლის თანახმადაც რელიგია სიცოცხლის ხანგრძლივობაზე დადებითად მოქმედებს – The Independent-ი წერს. სამეცნიერო კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში Social Psychological and Personality Science. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ რელიგიური ადამიანები 5,64 წლით მეტხანს ცოცხლობენ, ვიდრე ისინი, ვინც რელიგიური არ არის.

კვლევის ძირითად ნაწილში გამოიყენეს 42 შტატის ნეკროლოგების მონაცემები, რომლის საფუძველზეც გააანალიზეს რელიგიური კუთვნილება და გარდაცვლილის სიცოცხლის სტილი. ოჰაიოს შტატის მონაცემებმა მორწმუნეებისა და ათეისტების სიცოცხლის ხანგრძლივობაში უფრო მეტი სხვაობა 6, 48 წელი აჩვენა. მეცნიერების ბოლდუინ უეისა და ლაურა უოლესის აზრით, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ამ რეგიონში რელიგიური ადამიანების რიცხვი უფრო მეტია ვიდრე სხვა შტატებში. მორწმუნე ადამიანების სიცოცხლეზე მოქმედებს აქტიური სოციალური ცხოვრება და ვოლონტიორობა, რაც მარტოობისა და უმოქმედო ცხოვრების სტილის პრობლემას ხსნის. ასევე, რელიგიური ადამიანები ნაკლებად არიან მიდრეკილი მავნე ჩვევებისა და სტრესის მიმართ. მედიტაცია, იოგა და ლოცვა მათ ნეგატივთან ბრძოლაში ეხმარება.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივნისი 15, 2018 01:29

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,319
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics