მეცნიერებმა აღმოაჩინეს ორქიდეა, რომლის ყვავილიც ეშმაკის თავს გავს

მეცნიერებმა აღმოაჩინეს ორქიდეა, რომლის ყვავილიც ეშმაკის თავს გავს

1მეცნიერებმა ორქიდეას ახალი სახეობა აღმოაჩინეს, რომელსაც Telipogon diabolicus-ი უწოდეს. ასეთი უცნაური სახელი ყვავილმა თავისი გულის გამო მიიღო – მისი ფორმა ეშმაკს გავს – ამისი შესახებ პოლონეთის, გდანსკის უნივერსიტეტის პროფესორმა, დარიუშ შლახეტკომ და კოლუმბიის უნივერსიტეტის დოქტორმა, რამირო მედინა ტრეხომ ისაუბრეს – მეცნიერების მუშაობის შედეგები ჟურნალ PhytoKeys-ში გამოქვეყნდა.

სულ კოლუმბიის ორი დეპარტამენტის საზღვარზე ამ სახეობის 30 წარმომადგენელი იქნა აღმოჩენილი. მათი ღეროების სიმაღლე 5,5-5,9 სმ-ს უდრის, ყვავილების გული დემონის თავს გავს, რაც ორქიდეის სხვა სახეობებისაგან გამოარჩევს. Telipogon diabolicus-ი გადაშენების პირას არის და ის წითელ წიგნში შეიტანეს. 2015 წელს ორქიდეას 20-დმე სახეობა იქნა აღმოჩენილი.

banner
წინა სტატიაშიყირგიზეთში რუსეთის წინააღმდეგ აჯანყების თემაზე სიმღერის კონკურსი გამოცხადდა
შემდეგი სტატიაბრიტანეთის პარლამენტი Brexit-ის შესახებ ხელახალი რეფერენდუმის პეტიციას განიხილავს