მეცნიერები: უმეგობროდ ყოფნა ისეთივე მავნებელია, როგორც სიგარეტი

ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ მეგობრების გარეშე ცხოვრება იმაზე ნაკლებ საშიშროებებს არ წარმოადგენს, ვიდრე თამბაქოს მოწევა. შედეგები Proceedings of the Royal Societ-ში გამოქვეყნდა, რომელსაც მოკლედ The Telegraph-ი აღწერს.
კვლევების მსვლელობისას მეცნიერებმა ასოციალური და გახსნილი, ბევრი მეგობრის მქონე პირების უფერული ცილის ფიბროგენები შეადარეს ერთმანეთს. ფიბროგენი თრომბის წარმოქმნის საბოლოო ეტაპზეა პასუხისმგებელი, ასევე, მის სტაბილიზაციასა და სისხლდენების შეჩერებაზე. ცნობილია, რომ მომატებული ფიბროგენი სიცოცოხლისთვის საშიშია.

მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მარტოსულ ადამიანებს, რომელთაც ცოტა, ან სულაც არ ყავთ მეგობრები და ნათესავებს არ ეკონტაქტებიან, ფიბროგენის დონე 20%-ით მომატებული აქვთ, ვიდრე ექსპერიმენტის სხვა მონაწილეებს.
მეცნიერების თქმით, ეს ხდება იმიტომ, რომ მარტოსულები მუდმივად სტრესში არიან – სტრესის დროს კი ფიბროგენი მატულობს.
აღმოჩნდა, რომ იმავე ოდენობით მომატებული ფიბროფენი აქვთ მწეველებსაც.

banner
წინა სტატიაშიამერიკელი მწერლის ტრუმენ კაპოტეს ფერფლს აუქიონზე გაიტანენ
შემდეგი სტატიადავით ნარმანია: დაახლოებით 560 000 ხეა ქალაქსა და მის შემოგარენში დარგული