მეცნიერები: მსოფლიოში ყოველი მეათე სიკვდილის გამომწვევი სიგარეტია

მოწევა მსოფლიოში ყოველ მეათე სიკვდილს იწვევს -ახალი გამოკვლევა მოწმობს, ამასთანავე, ამ სიკვდილის ნახევარი ოთხ ქვეყანაზე – რუსეთზე, აშშ-ზე, ჩინეთსა და ინდოეთზე მოდის -წერს “ბიბისი”.
მეცნიერების მონაცემებით, სიკვდილიანობის დონე მოიმატებს, რადგანაც თამბაქოს მწეველი კომპანიები აგრესიულად იპყრობენ ბაზრებს, განსაკუთრებით კი – განვითარებად ქვეყნებში.
მოხსენება სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნდა და ის 2015 წლის კვლევას “ავადმყოფობების გლობალურ ბოდვაზე”-ს ეფუძნება.

2015 წლის მონაცემებით, ყოველდღე სიგარეტს თითქმის ერთი მილიარდი ადამიანი ეწეოდა – ყოველი მეოთხე მამაკაცი და ყოველი მე-20 ქალი. 1990-იან წლებში ეს მონაცემები ასე გამოიყურებოდა – ეწეოდა ყოველი მესამე მამაკაცი და ყოველი მე-12 ქალი.

banner
წინა სტატიაშიბერლინში ბრანდერბურგის კარიბჭე მთავრობის ნებართვის გარეშე რუსეთის დროშის ფერებში გაანათეს (ვიდეო)
შემდეგი სტატია2014-2016 წლებში საკრებულოს თავმჯდომარემ და მისმა სამმა მოადგილემ 61 816 ლიტრი საწვავი მოიხმარეს