მეცნიერები: მცირეოდენი ზედმეტი წონა გამხდრობაზე უკეთესია

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 11, 2016 20:17

მეცნიერები: მცირეოდენი ზედმეტი წონა გამხდრობაზე უკეთესია

sims45დღეს ზედმეტი წონა ისეთი საშიში არ არის, როგორც ვთქვათ, 40 წლის წინ -ამბობენ დანიელი მეცნიერები.დანიაში ჩატარებული კვლევების მიხედვით, სიკვდილიანობა მცირედით აჭარბებს იმ ადამიანების სიკვდილიანობის ნორმას, რომელთაც ნორმალური წონა აქვთ, ან ძალიან გამხდრები და ძალიან მსუქნები არიან.

70-იანი წლებიდან მიმდინარეობს კვლევა სიმაღლის, წონის და სიკვდილიანობის სტატისტიკის შესახებ.

გლაზგოს უნივერსიტეტის პროფესორი ნავიდ სატტარი ამბობს, რომ დანიელი მეცნიერების კვლევებიდან არ უნდა დავასკვნათ, რომ ჭარბი წონა კარგია ჯანმრთელობისთვის და მისკენ უნდა მივისწრაფოდეთ. რეკომენდაციები მსოფლიოში ჭარბწონიანობასთან ბრძოლის შესახებ, ისევ ძალაშია – ამბობს ის.

როგორ განვსაზღვროთ ცხიმიანობის დონე: ადამიანის სხეულის წონა უნდა გავყოთ სიმაღლის კვადრატზე. მიღებული შედეგებით:

18,5 – წონის დეფიციტია,
18,5 – 24,9 ნორმალური წონაა.
25 – 29,9 ჭარბი წონაა,
30-ზე მეტი – ჭარბცხიმიანობაა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 11, 2016 20:17