მეცნიერები: კოვიდ-19 გადატანილებს, შესაძლებელია, იმუნიტეტი მთელი ცხოვრება ჰქონდეთ

მეცნიერები: კოვიდ-19 გადატანილებს, შესაძლებელია, იმუნიტეტი მთელი ცხოვრება ჰქონდეთ

კოვიდ-19 ვინ გადაიტანა, მათ შესაძლებელია, იმუნიტეტი მთელი ცხოვრება ჰქონდეთ, რაც პაციენტს კორონავირუსის ხელახალი დაავადებისგან დაიცავს, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ინფექცია შედარებით მსუბუქი ფორმით მიმდინარეობდა.
ასეთ მოულოდნელ დასკვნამდე პარალელურად ორი ამერიკული კვლევითი ცენტრი მივიდა. პირველი – მიმდინარე კვირას ჟურნალმა Nature გამოაქვეყნა და ის ვაშინგტონის უნივერსიტეტის სენტ-ლუისის იმუნოლოგებს ეკუთვნით. მეორე – ნიუ-იორკის როკფელერის უნივერსიტეტმა, თუმცა ამ უკანასკნელებმა ის მხოლოდ ვერსიის სახით გაავრცელეს – ამის შესახებ “ბიბისი” წერს.

უკანასკნელ მომენტამდე ითვლებოდა, რომ კორონავირუსთან მიმართებაში იმუნიტეტი დიდი ხანი არ გაგრძელდება. მისი საფუძველი უამრავი კვლევა იყო, რომელაც აჩვენა, რომ ანტისხეულები პაციენტებში მალე მცირდება, გამოჯანმრთელებიდან რამდენიმე თვეში. ასევე, ბევრი მეცნიერი თვლიდა, რომ იმუნიტეტი 1,5-2 წელი გაგრძელდება. ასე, რომ ახალი კვლევის შედეგები ყველასთვის მოულოდნელი იყო. ამავე დროს, ექსპერტები მოწოდებას აკეთებენ ახალ ამბავს სიფრთხილით შევხედოთ და დროზე ადრე არ ვიზეიმოთ. რადგანაც, ბოლოსდაბოლოს კორონავირუსით დაავადების ხელახალი შემთხვევებიც მრავლად არის დაფიქსირებული.

banner
წინა სტატიაშიგოლეთიანი: არ ვცდილობთ ფიზიკურ დაპირისპირებაში შევიდეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გულხელდაკრეფილები ვიდგებით
შემდეგი სტატიარეჟისორი ირინა ბოკუჩავა გარდაიცვალა