მეცნიერებათა დოქტორი, თამარ მესხი მამა კირიონს ირაკლი ღარიბაშვილის ჯოკერს უწოდებს

მეცნიერებათა დოქტორი, თამარ მესხი მამა კირიონს ირაკლი ღარიბაშვილის ჯოკერს უწოდებს. თამარ მესხმა დღეს “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “დღის სტუმარი” ისაუბრა.

“თუ რიტორიკა არ შეცვალა ამით დაზარალდება მთლიანად საქართველოს ეკლესია, აღარ ენდობა ხალხი საქართველოს ეკლესიას – საზღვრის საკითხი არ გადაწყდება ასე მარტივად და ვერცერთი ხელისუფლება ვერ აიღებს მაგაზე პასუხისმგებლობას და საქართველოს ეკლესიამ არ უნდა აუბას მხარი რომელიმე პარტიას, რომ ის გამოიყენოს ბრმა იარაღად.

მე გეტყვით, ჯოკერი მამა კირიონი აღმოჩნდა ღარიაბშვილის ხელში, გაათამაშა და მამა კირიონმა გაუკეთა საქართველოს ძალიან ცუდი საქმე იმიტომ, რომ მოსახლეობა ნელ-ნელა დაკარგავს უკვე ეკლესიისადმი პატივისცემას. იმიტომ, რომ ამუშავდა 37 წელი და ვინ აამუშავა 37 წელი? – საქართველოს ეკლესიამ? – ამაზე მეტი რა უნდა დააბრალო საქართველოს ეკლესიას, ამაზე საშინელება რა შეიძლება საქართველოს ეკლესიას გაუკეთო”, – თქვა თამარ მესხმა

მესხი ასევე ამბობს, რომ საქართველოს ეკლესიამ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას მხარი არ უნდა დაუჭიროს.

“ჯოკერი” კარტოგრაფების საქმეში მას შემდეგ გაჩნდა, რაც ერთერთ ინტერვიუში ამ საქმეზე საუბრისას, მამა კირიონმა თქვა – “არავინ ჯოკერს თავში არ ხმარობს, ბოლოში ვინახავთ და ბოლოში გვჭირდება ჯოკერი”. ამავე ინტერვიუში,სასულიერო პირმა პოლიტიკურ კონტექსტზეც ისაუბრა. აქვე შეგახსენებთ, რომ ზოგადად ინფორმაცია მამა კირიონის ჩვენების შესახებ, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სასამართლო პროცესზე გახდა ცნობილი.

ცნობისთივს, ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე სინოდის წევრებმა განცხადებები 14 ოქტომბერს მცხეთაში, სვეტიცხოვლობის საზეიმო წირვის შემდეგ გააკეთეს. განცხადებები არაერთგვაროვანი იყო. მღვდელმთავრების ნაწილი თვლის, რომ საქმეს არჩევნებთან კავშირი არ აქვს, ნაწილი კომენტარისგან თავს იკავებს, ნაწილი კი დაკავებულებს მხარდაჭერას უცხადებს და მათ უდანაშაულობაზე საუბრობს.

მეუფე მელქისედეკმა დაკავებულ მეცნიერებს დღეს ბოდიშიც მოუხადა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ჩიქოვანი: ზუგდიდში მცხოვრებ ყველა დევნილს ექნება საკუთარი საცხოვრებელი
შემდეგი სტატიათბილისის პირველი კლასიკური გიმნაზიის მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა