მეცხრე მოწვევის პარლამენტმა მუშაობა დაასრულა

საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტმა მუშაობა დაასრულა.

რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტმა პლენარული სხდომების გამართვა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე უნდა შეწყვიტოს. არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული.

დღევანდელ სხდომაზე პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები დაამტკიცა – შეიცვალა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესი. კანონპროექტს არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არასამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი აკრიტიკებენ.

მუშაობის 4 წლის განმავლობაში პარლამენტმა მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც პრეზიდენტის არჩევის წესი იცვლება, ასევე, გაუქმდა მაჟორიტარული სისტემა და 2024 წლიდან პარლამენტი სრულად პროპორციული წესით დაკომპლექტდება.

მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირობებში ვიხილეთ რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში.

მეცხრე მოწვევის პარლამენტი 2016 წლის 18 ნოემბერს შეიკრიბა, ქართული ოცნების საკონსტიტუციო უმრავლესობით, რომელიც 2019 წლის თებერვალში, ეკა ბესელიას და კიდევ რამდენიმე დეპუტატის გასვლის შემდეგ დაიშალა.

banner
წინა სტატიაშინათია მეზვრიშვილი : პრემიერმა ბრიუსელში შედეგიანი შეხვედრები გამართა, პარტნიორებმა აღგვითქვეს დახმარება იმ რეფორმების მიმართულებით, რომლებსაც ქვეყანა ახორციელებს
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ევროკომისარ დიდიე რეინდერსს შეხვდა