მეც ვიგრძენი ის, რაც იგრძნო საზოგადოებამ

ჩვენ უახლოეს რამდენიმე წელიწადში ჩავეწერებით ყველაზე განვითარებული ქვეყნების ოჯახში, ჩვენს ევროპაში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რომ მათი ნდობა გაამართლოს.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდმა მოკლე დროში მოახერხა და გამოასწორა ის ხარვეზები, რაც ჰქონდა.

„გუნდმაც გააკეთა რეაქცია, რაც მოახერხა მოკლე დროში და მისასალმებელია. მეც პირადად გავაკეთე რეაქცია და ალბათ საზოგადოება ამაზეც მოახდენს რეაქციას. მეც გავაკეთე დასკვნები, თუმცა კიდევ ვიმეორებ, რომ უფრო ადრე ვიგრძენი და უფრო ადრე დავიწყე დასკვნების გაკეთება. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადე საზოგადოებას ასეთი შეგრძნებისთვის, ასეთი რეაქციისთვის, დანარჩენი ალბათ ჩემზეა, მეც რაც დაგპირდით ყველაფერს გავაკეთებ. მაქსიმუმს შევეცდები და გაჩვენებთ, რომ თქვენ გეყოლებათ ხელისუფლება, რომელიც იქნება თქვენს სამსახურში. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა ჩვენ გავამართლოთ ის, რაც დღეს მივიღეთ. მადლობა საზოგადოებას და მადლობა გუნდს, რომელმაც თავდადებით იმუშავა და ის ხარვეზები, რაც ჰქონდა, მაქსიმალურად მოკლე დროში გამოასწორა. ჩვენ ასეთივე თავდადებით, გუნდთან ერთად შევეცდებით და ჩვენს ქვეყანას აუცილებლად წარმატების გზისკენ წავიყვანთ. ჩვენ უახლოეს რამდენიმე წელიწადში ჩავეწერებით ყველაზე განვითარებული ქვეყნების ოჯახში, ჩვენს ევროპაში”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

„მეც, მინდა გავიგივდე და საზოგადოების ნაწილად წარმოვაჩინო ჩემი თავი და ვთქვა, რომ მეც ვიგრძენი ის, რაც იგრძნო საზოგადოებამ და მიუხედავად ჩემი განცხადებისა, მეორედ მომიწია პოლიტიკაში მობრუნება. გრძნობადობა, რაც აჩვენა საზოგადოებამ, კიდევ მინდა გავიმეორო და გავუსვა ხაზი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. და ზოგადად, ვინც ანალიზს აკეთებს, ვინც პოლიტიკურ პროცესებში ერევა, ალბათ დამეთანხმებიან, რომ ქართულმა საზოგადოებამ აჩვენა ძალიან კარგი სიმწიფე.

მოკლე პერიოდი რაც ჩვენ თავისუფალ არჩევნებს ვატარებთ და უახლეს ისტორიაში გამოცდილება, რაც ჩვენ დავაგროვეთ, ეს არ არის ბევრი, წლებით თუ გადავთვლით და ის, რაც საზოგადოებამ აჩვენა, არის წინმსწრებად ძალიან კარგი შეგრძნება და ძალიან კარგი გაგება სიტუაციის და ძალიან კარგი რეაქცია, რაც არის მისასალმებელი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიამ ხელისუფლების საქმე დამთავრებულია
შემდეგი სტატიაეს არ იყო და არ არის ლეგიტიმური არჩევნები და მე არასდროს არ ვაღიარებ ბიძინა ივანიშვილს