“მეც ვეჭვობ, რომ საქართველოში „იანდექს ტაქსის“ შემოსვლით შესაძლოა, ოკუპაციის შესახებ კანონი ირღვეოდეს”

მეც ვეჭვობ, რომ საქართველოში „იანდექს ტაქსის“ შემოსვლით შესაძლოა, ოკუპაციის შესახებ კანონი ირღვეოდეს, – ამის შესახენ ჟურანლისტებს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განუხცადა.

როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, ქონდა საუბარები ამ თემაზე და მიმდინარეობს საკითხის შესწავლა.

„მთავრობის მიერ არანაირი წახალისება არ ხდება. პირიქით, შემიძლია პიროვნულად გითხრათ, მეც მაქვს ეჭვი, რომ შესაძლოა, ირღვეოდეს ოკუპაციის შესახებ კანონი. ერთმნიშვნელოვნად კანონი ქვეყანაში უნდა იყოს დაცული. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი უნდა იყოს უზრინველყოფილი. არც მე და არც ჩემს გუნდს არანაირი შეხება ამ კომპანიასთან არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ თავად კომპანია,რამდენადაც მე მოვიკითხე და გავერკვიე, არის პროგრამული უზრუნველყოფის პლატფორმა. რომელიც უზრუნველყოფს მოთხოვნისა და მიწოდების თანხვედრას“,-აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ქუმსშივილის თქმით, მიუხედავად ამისა, ყველამ, ვისაც უნდა საქართველოში საქმიანობა, პატივი უნდა სცეს კანონმდებლობას და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.

banner
წინა სტატიაში„შიში ოხერია, მათ ეშინიათ რომ მესამე ადგილზე გავლენ“- ვაშაძე “ნაციონალურ მოძრაობაზე”
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: პაატა ბურჭულაძის განცხადება ამოვარდნილია ყველანაირი პოლიტიკური განზომილებიდან