“მეც” – ქალები სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ

“#Metoo”, (“მეც”) ასეთი სახელით სექსუალური ძალადობისა და დევნის წინააღმდეგ ქალები ინტერნეტ აქციას მსოფლიოს მასშტაბით იწყებენ. “#Metoo”-ს აზიარებენ ქალები, რომელზეც სხვადასხვა დროს სექსუალური სახის ძალადობა განხორციელდა. შენიშვნაში, რომელიც “#Metoo”-ს თან ახლავს, ნათქვამია, რომ ამ აქციით ქალები ერთიანდებიან იმისათვის, რომ საზოგადოებამ დაინახოს სექსუალური ძალადობის მასშტაბები, რომელზეც აქამდე დუმდნენ ან სათანადო რეაგირებას არ ახდენდნენ.
“#Metoo” დღეს დაიწყო, თუმცა სექსუალურ შევიწროვებაზე საუბარი რამდენიმე დღის წინ ჰოლივუდის ცნობილმა მსახიობებმა ანჯელინა ჯოლიმ, გვინეტ პელტროუმ და როუზ მაკჰოუენმა დაიწყეს. მათი თქმით, ჰარვი ვაინშტაინმა, რომელიც 130-მდე ფილმის პროდიუსერია, საიდანაც 30-მდე “ოსკარით” არის დაჯილდოვებული, სხვადასხვა დროს მათზე სექსუალურად იძალადა. აღნიშნულ საქმეზე ლონდონის და ნიუ-იორკის პოლიციებმა გამოძიება დაიწყეს.
გუშინ ცნობილმა ისლანდიელმა მომღერალმა ბიორკმა, ასევე განაცხადა დანიელ რეჟისორზე, რომელიც მას სექსუალურად ავიწროვებდა გადაღებების დროს. ბიორკს რეჟისორის სახელი არ გაუსაჯაროვებია, თუმცა, ერთადერთი ფილმი “სიბნელეში მოცეკვავე” (1999 წელი), რომელშიც ის მონაწილეობს, ცნობილმა დანიელმა რეჟისორმა ლარს ფონ ტრიერმა გადაიღო.

banner
წინა სტატიაშიკირკუკში, ერაყსა და ქურთისტანს შორის ომი იწყება
შემდეგი სტატიაპრეზიდენტ პოროშენკოს ადმინისტრაციასთან მისასვლელი ყველა გზა გადაიკეტა