იანოშ ჰერმანი: მეც ნაწილი ვარ იმ საზოგადოების, რომელიც შოკირებული იყო

ევროკავშირის ელჩ იანოშ ჰერმანის განცხადებით, მნიშნელოვანია, რომ ქვეყანაში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა დაცული იყოს.

ელჩის განცხადებით, პირადი ცხოვრების შესახებ გამოქვეყნებულ მასალებთან დაკავშირებით, როგორც პოლიტიკური სპექტრი, ასევე სამოქალაქო საზოგადოება გაერთიანდა, რაც ჰერმანის შეფასებით, ამ შემთხვევაში გადამწყვეტია.

ელჩის თქმით, პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია, რაც ასევე შედის საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტებში.

„საზოგადოება შოკირებული იყო ასეთი მასალების გამოქვეყნებით. შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ მეც იმ საზოგადოების ნაწილი ვარ, რომელიც შოკირებული იყო. ვეთანხმები იმ საზოგადოებრივ მოსაზრებას, რომ პირადი ცხოვრება ხელშეუხებელი უნდა იყოს. უნდა აღინიშნოს, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა ასევე შედის საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტებში. სიმართლე გითხრათ, მე არ მსურს ამ თემაზე უფრო გავრცობილად საუბარი. უბრალოდ, ვიტყოდი, რომ ერთიანობა იყო გამოხატული საზოგადოების მხრიდან. ამ საკითხზე, გაერთიანდა როგორც პოლიტიკური სპექტრი, ასევე, სამოქალაქო საზოგადოება, რიგითი მოქალაქეები და სასურველი იქნება, რომ ასეთი ერთიანობა ამ საკითხის მიმართ მომავალშიც გაგრძელდეს“, – განაცხადა ელჩმა.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე: ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებული ქმედება
შემდეგი სტატია“ედავებიან, რომ მას ქონდა ე.წ ფლეშკაზე მასალა და შემდგომ გაავრცელა”- ჯამალაშვილის ადვოკატი