მეც მთავაზობდნენ ათას სიბინძურეს ბესელიას წინააღმდეგ… არ ვიკადრე, ივანიშვილმა იკადრა

ეკა ბესელია მე როგორ გულზე მეხატება მთელმა საქართველომ იცის ხო? მაგრამ ეკა ბესელიასთან ასეთი ბრძოლაც კი არის აღმაშფოთებელი და გულისამრევი” – აცხადებს ალეკო ელისაშვილი ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე საუბრისას.

ელისაშვილი ამბობს, რომ ბესელიას დისკრედიტირებული ფიგურაა და ამიტომ მმართველ პარტიას მისი საპარლამენტო უმრავლესობიდან გაშვება უნდა. მისივე თქმით, როცა ის ეკა ბესელიას პატიმრების შეწყალებისა და ამნისტიის საქმეზე დაუპირისპირდა, დეპუტატის წინააღმდეგ ბინძური მეთოდებით ბრძოლას კონკრეტული პირები მასაც სთავაზობდნენ.

ელისაშვილი ამბობს, რომ ამ ხერხებით ბრძოლა მან არ იკადრა, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ახლა ასეთი მეთოდებით თანაგუნდელის წინააღმდეგ თავად ბიძინა ივანიშვილი იბრძვის.

“ბესელიას გაშვება უნდათ იმიტომ, რომ დისკრედიტირებულია, მაგრამ ბესელიამ მოახერხა, რომ იქით შეუტრიალა დასაპირისპირებელი თემა. რა თქმა უნდა, დიდი ოხერია ბესელია.

მეც მთავაზობდნენ ათას სიბინძურეს, რომ ეკა ბესელიას წინააღმდეგ გამომეყენებინა, მაგრამ არ ვიკადრე. მერჩივნა გავტანჯულიყავი და ჩემი სიმართლე წლების განმავლობაში მემტკიცებინა, ვიდრე ის რაღაცეები მეკადრა რასაც მთავაზობდნენ, მაგრამ მე რომ არ ვიკადრე ივანიშვილმა იკადრა“-აცხადებს ელისაშვილი.

banner
წინა სტატიაშიბოლო სერიაში ისინი მარცხდებიან და ყველა ხედავს, რომ აღმოჩნდებიან ხოლმე ციხეში
შემდეგი სტატიაპოლიტიკოს ქალზე თავდასხმა, დისკრედიტაციის მცდელობა ეს არის რეალობა, რომელშიც ქალ საჯარო პირებს მოღვაწეობა უწევთ