,,მეც და ყველა ქალი, ვინც პოლიტიკის სფეროშია, ხშირად ვხდებით თავდასხმის ობიექტი”

მეც და ყველა ქალი, ვინც პოლიტიკის სფეროშია, ძალიან ხშირად ვხდებით თავდასხმების ობიექტი, – ასე ეხმაურება პოლიტიკაში მყოფი ქალების მიმართ განხორციელებულ აგრესიას პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი.

მისივე თქმით, საჯარო სივრცეში ქალების მიმართ არის განსაკუთრებული აგრესია.

„მეც და ყველა ქალი, ვინც პოლიტიკის სფეროშია, ხშირად ხდება თავდასხმების ობიექტი და განსაკუთრებით, როდესაც საპრეზიდენტო პოსტზე აქვს ადამიანს პრეტენზია, მაშინ როგორც ჩანს, იზრდება აგრესია. კონკრეტული ფაქტები არსებობს, რომ მხოლოდ აგრესიის გამოხატულება არ არის და სხვადასხვა გამონათქვამები კონკრეტულ მუქარაში გადადის. ყველამ ამ ქვეყანაში უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს არის ძალიან არასწორი, ძალიან ცუდი რამ და არ შეიძლება, როდესაც ვიღაც არ მოგწონს, არ ვეთანხმებით ან პოლიტიკურად გემოვნებაში არ ჯდება, არ ნიშნავს რომ მუქარაზე გადავიდეთ და ძალადობისკენ მოვუწოდებდეთ. ეს არ არის ნორმალური. მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკურ განცხადებებში ყველამ უნდა დაგმოს და ყველა უნდა გაემიჯნოს ასეთ მოვლენებს. თუ მუქარის ხარისხი აღწევს იმ ხარისხს, რომ შეიძლება დაკვალიფიცირდეს, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული, მაშინ სამართალდაცავმა ორგანოებმა უნდა გააკეთონ რეაგირება. ქალების მიმართ აგრესია ხშირად განსაკუთრებით მაღალია. მე ეს ჩემს თავზეც გამომიცდია და ყველა ქალს გამოუცდია, ვინც რაღაც ფორმით საჯარო სივრცეშია, ეს უნდა დასრულდეს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

banner
წინა სტატიაშიერთ-ერთი, ვისაც გია ხუხაშვილი ახალი პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებას სთავაზობს, ალეკო ელისაშვილია
შემდეგი სტატიაგენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე ბაზრის დაცვის სამსახურის უფროსი დაიკითხა