“მეც და ჩემი გუნდიც მივიჩნევთ, რომ მთავრობის 4-პუნქტიან პროგრამას შეუძლია, მოიტანოს სერიოზული თვისობრივი ცვლილებები”

მეც და ჩემი გუნდიც მივიჩნევთ, რომ მთავრობის 4-პუნქტიან პროგრამას შეუძლია, მოიტანოს ძალიან სერიოზული თვისობრივი ცვლილება ქვეყნის განვითარებაში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მცირე ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ეს გახლავთ ეკონომიკური ზრდის დაჩქარების პროგრამა. პარლამენტმა უკვე დაამტკიცა კანონი, რომელიც გულისხმობს, რომ მოგების გადასახადი აღარ დაიბეგრება. ასევე ანგარიშების დაყადაღება სასამართლოს გადაწყვეტილების გარშე აღარ იქნება შეასაძლებელი. ჩვენ ვმუშაობთ დამატებთ ცვლილებებზე, მათ.შორის ეკონომიკური დანაშაულისთვის წინასწარი პატიმრობის განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოყენებაზე“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ეკონომიკური ზრიდს ნაწილია „სტარტაპების“ დაფინანსების ნაწილი და ეს პროგრამა გაგრძელდება არამხოლოდ ინოვაციების მხრივ, არამედ სტარტაპების მიმართულებითაც.

„ასევე, ვმომავალ წელს ჩვენ მზად ვიქნებით, დავიწყოთ საპენსიო დაგროვების პროგრამის დანერგვა. ჩვენ.ორი წლის განმავლობაში ბევრი ვიმუშავეთ ამ მიმართულებით“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, მეორე ბლოკი რეფორმების არის განათლების ფუნდამენტური რეფორმა.

„ეს რეფორმა განსაკუთრებით იქნება უმაღელსი განათლების მიმართულებით. ასევე ჩვენ დავიწყეთ გერმანული, დუალური რეფორმის დანერგვა,როდესაც კერძო სექტორთან ერთად მოხდება კადრბის გადამზადება. მესამე ბლოკი ერთიანი სახელმწიფო სერვისის შექმნას. ეს იქნება ერთი ფანჯრის პრინციპი. ჩვენ რამდენიმე დღეში გავაკეთებთ „ერთიანი ჰაუსის“ გეგმის პრეზენტაციას, სადაც იქნება გაერთიანებული სხვადასხვა საამინისტორების მომსახურების სერვისები. ასევე, ჩვენ გავაკეთეთ საინვესტიციო საბჭო და კარგი იქნება, თუ მცირე ბიზნესის ერთი წარმომადგენელი მაინც იქნება ჩართული ამ საბჭოს მუშაობაში, რათა თავიდან იქნეს აცილებული .ნეგატიური სურპრიზები. მეოთხე მიმართულება არის სივრცითი განვითარება, რომლის მიხედვითაც, ჩვენ ვგეგმავთ, შვცვალოთ ინფრასტრუქტული პროექტების სივრცითი განხორციელება, საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობით. ჩვენ ვგეგმავთ დავასრულოთ ჩქაროსნული მაგისტრალი, ავაშენოთ აზერნაიჯანთან დამაკავშირებელი მაგისტრალი, ავტობანი ვლადიკავკაზამდე, უფრო სწორად ვფიქრობთ, რამდენადაც იქნება ეს შესაძლებელი“,- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშილეონიდ ჩერნოვეცკი ქობულეთის ოლქში მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს
შემდეგი სტატიაკახი კალაძე: ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ვატარებთ