27.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

მებაჟე ოფიცრებმა ყაზბეგში არადეკლარირებული სიგარეტისა და თანხის შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში – ,,ყაზბეგი“ კანონდარღვევის 2 ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეების მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დეტალური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ – საერთო ჯამში 620 კოლოფი სიგარეტი და 6 მილიონი რუსული რუბლი აღმოაჩინეს.

არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით – 215 910 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად, კანონდამრღვევ ერთ მოქალაქეს სანქციის სახით, ჩამოერთვა არადეკლარირებული საქონელი, ხოლო ერთი მოქალაქის მიმართ საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

banner
წინა სტატიაში26 მაისისადმი მიძღვნილი ზოგიერთი ღონისძიების ნაწილობრივი დაფინანსების მიზნით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 8 081 647 ლარი გამოიყოფა
შემდეგი სტატიავოლსკი ირაკლი შაიშმელაშვილისთვის აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე: გაგრძელდება ამ საკითხზე ლაპარაკი ორ ქვეყანას შორის