მებაჟე ოფიცერი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა, 8 აპრილიდან შვებულებაში იმყოფებოდა

შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ მებაჟე ოფიცერი, რომელსაც ახალი კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა, 8 აპრილიდან შვებულებაში იმყოფებოდა და თანამშრომლებთან კონტაქტი არ ჰქონია.

„დადასტურებული შემთხვევიდან გამომდინარე, მამაკაცის ინფიცირების წყარო მისი ნათესავი იყო, რომელსაც კორონავირუსი 13 აპრილს დაუდასტურდა. აღნიშნულ ინფიცირებულ პიროვნებასთან მებაჟე ოფიცერს ბოლო კონტაქტი 9 აპრილს ჰქონდა. ამასთან, გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 8 აპრილიდან საბაჟო დეპარტამენტის მებაჟე ოფიცერი იმყოფებოდა შვებულებაში, შესაბამისად, სხვა თანამშრომლებთან მას კონტაქტი არ ჰქონია. შემოსავლების სამსახური ყველას სწრაფ გამოჯანმრთელებას და გამძლეობას უსურვებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.​

banner
წინა სტატიაში„ბიჭებმა მოკიდეთ ხელი და გაკოჭეთ… ლოცვა–კურთხევას გაძლევთ“
შემდეგი სტატიააშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი საქართველოს მოსახლეობას აღდგომის დღესასწაულს ულოცავს