მეათე მოწვევის პარლამენტში ვიცე-სპიკერატი აირჩიეს

region
ავტ.: region დეკემბერი 11, 2020 16:37

მეათე მოწვევის პარლამენტში ვიცე-სპიკერატი აირჩიეს

მეათე მოწვევის პარლამენტში ვიცე-სპიკერატი აირჩიეს. საკითხს კენჭი დღევანდელ სხდომაზე უყარეს.

პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი გახდა, რომელსაც 85-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი არც ერთი იყო.

ასევე, მოადგილეების თანამდებობა დაიკავეს დავით სერგეენკომ და კახა კუჭავამ. დავით სერგეენკოს მხარი დაუჭირა 84-მა დეპუტატმა, არც ერთი წინააღმდეგი. კახა კუჭავას მხარი დაუჭირა 86-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი არც ერთი.

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ სხდომაზე განმარტა, რომ თავმჯდომარის სხვა მოადგილეების კანდიდატურების დასახელების უფლება აქვს საპარლამენტო ოპოზიციას, ამიტომ პოსტები დროებით ვაკანტური რჩება.

„საზოგადოებისთვის მსურს განვმარტო, რომ თავმჯდომარის სხვა მოადგილეების კანდიდატურების დასახელების უფლება აქვს საპარლამენტო ოპოზიციას, შესაბამისად ჯერჯერობით, ეს თანამდებობები რჩება ვაკანტური“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

ამასთან, როგორც ცნობილია, უმრავლესობის ლიდერი იქნება ირაკლი კობახიძე, ხოლო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

region
ავტ.: region დეკემბერი 11, 2020 16:37

Google სტატისტიკა


3,275
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics